პრემიერი ილდირიმი: თურქეთს ტერორისტებს არ ჩავაბარებთ

თურქეთის პრემიერმინისტრმა  ბინალი ილდირიმმა  ქალაქ, ერზინჯანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთს ტერორიზმს არ ჩააბარებენ.

„ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა (FETÖ/PDY)  ქურთების მუშათა პარტია( PKK) ,,ისლამური სახელმწიფო,, ISIS) სირიის დემოკრატიული ძალები (SDF), ქურთისტანის შეიარაღებული დაჯგუფებები თუ  რა სახელწოდებითაც არ უნდა გაჩნდნენ, თურქეთს ტერორიზმს არ ჩავაბარებთ“ განაცხადა ილდირიმმა.

პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიასა და თავდაცვის სფეროში თურქეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ახლა თურქეთი საკუთარ ავტომობილსაც  გააკეთებს. სამამულო ავტომობილი, თურქი ინჟინრების და მუშების მხრიდან უნდა გაკეთდეს. სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) 15 წლის განმავლობაში ახალი  20 ათასი კილომეტრი სიგრძის გზა გააკეთა. ღმერთის წყალობით, სამამულო ავტომობილები, რომლებიც მალე დაიწყებენ სვლას ამ გზებზე, თურქი ხალხისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს,“ განაცხადა პრემიერმინისტრმა ქალაქ ერზინჯანში სიტყვით გამოსვლის დროს

banner
წინა სტატიაშიგანხეთქილება აფხაზეთის კაზაკთა საზოგადოებაში
შემდეგი სტატიარუსეთმა აფხაზეთში საბაჟო პოსტი გახსნა