პრემიერი „გაზპრომზე“: ქვეყანაზე გული არავისზე ნაკლებად შეგვტკივა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კომპანია “გაზპრომთან” მიმართებით, საქართველომ ქვეყნის ინტერესი დაიცვა და იმ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებს “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულების თემის კომენტირებისას განუცხადა.

„სამწუხაროა, ეს დღეები რასაც ჩვენ ვუყურებთ იმიტომ, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში შეეძლო.

ქვეყანაზე გული არავისზე ნაკლებად შეგვტკივა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა. “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით,რითაც არის შესაძლებელი, რადგან ჩვენი მოსახლეობისთვის დასამალი არაფერი გვაქვს”, – აღნიშნა პრემიერმა.

რუსულ კომპანია “გაზპრომთან” ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან” გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა