პრემიერი: ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.

„ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება.

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.

მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში65 წლის კაცმა 7 წლის ბავშვის გაუპატიურება სცადა
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი: „ქვეყანას სჭირდება რეალური გეგმა, და არა 10 წლიანი ილუზიების შეთავაზება