პრემიერი: “ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

“გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას – მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს. მათ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ გზაზე.
დღეს ჩვენი ბავშვების და ახალგაზრდების თვალებით საქართველოს მომავალი შემოგვცქერის. მათ ცოდნაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ მასწავლებლებს. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა – ეს ყველაზე საპატიო საქმეა. მინდა მხნეობა და წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.”

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას ამბროლაურში გამართავს
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო უწყება – ევროკავშირის საბჭო საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციას 11 ოქტომბერს განიხილავს