პრემიერი: ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში ხოლო ინფლაციის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია

ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის, როგორც აღვნიშნეთ, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობები და ეკონომიკური კეთილდღეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ახორციელებს გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის როგორც აღვნიშნეთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობები და ეკონომიკური კეთილდღეობა.

მიუხედავად რთული გამოწვევისა, კოვიდ-19 პანდემიისა, ჩვენი მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10 % ორნიშნა ზრდის ტემპს, 2021 და 2022 წლებში და ჩვენმა მთავრობამ ეს დადებითი ზრდის ტენდენცია ასევე შეინარჩუნა 2023 წელს და საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში ხოლო ინფლაციის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს შორის დარჩება, ჩვენ ზედა საშუალო შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და გავზარდეთ მშპ, 8000 დოლარამდე და მოსალოდნელია რომ ეს გაგრძელდება 2023 წლის ბოლოსთვის და მომავალი წლისთვის კი 8700 აშშ დოლარი იქნება და სულ რაღაც 3 წელიწადში მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა, ჩვენი ზრდა 2022 -2023 წლებში მართლაც გამოირჩეოდა რეალური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება. გარდა ამისა ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონეზეა.

ასევე საქართველო ახორციელებს, გონივრულ მაკროეკონომიკურ გადაწყვეტილებებს და სტრუქტურულ რეფორმებს, რაც ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

შემთხვევითი არ არის ის, რომ ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაცია საქართველოს ათავსებს სულ წარმატებულ მაღალი რანგის ქვეყნებს შორის.

გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება მართლაც წარმოადგენს საქართველოს მართველობის ქვაკუთხედს და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, დავიცვათ ეს ფასეულობები რაც ასახულია ბევრ პრესტიჟულ რეიტინგში.

მსოფლიო მართლმსაჯულების რეიტინგის 2023 წლის ინდექსით კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ასევე გამოირჩევა ღია ბიუჯეტით და ასევე კიდევ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშით, საქართველომ გადაუსწრო ევროკავშირისა და ნატოს ბევრ ქვეყანას თავისი ეფექტურობით.

ფეიზერის ინსტიტუტის ანგარიშით ეს არის „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება 2023“, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების 25 ეულში არის. ასევე 2023 წლის Heritage Foundation- ის თავისუფლების ინდექსით საქართველო 21-ე ადგილზეა ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანაზე წინ და სულ 35-ე ადგილზეა მსოფლიოში ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დარჩენილი და გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებით ამ მიმართულებით, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, ასევე უზრუნველვყოთ პროგრესი და დავამკვიდროთ გრძელვადიანი პარტნიორობა
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიცია, კამპანიის ფარგლებში, აშშ-ს სენატში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს აგრძელებენ