პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კავშირი დამყარდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ენერგეტიკის სფეროში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის 20 წლის იუბილეა.

პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რადგან, 20 წლის წინ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც სამხრეთკავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს ჩაუყარა საფუძველი.

“დღეს აღვნიშნავთ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის 20 წლისთავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. 20 წლის წინ, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება მაშინდელი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან. ასევე კომპანია BP-ის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, შედგა ეს პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს საფუძველი ჩაუყარა, რაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო უსაფრთხოების და ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კავშირი დამყარდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამიტომ, ამას მივესალმებით. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გვყავს სტუმრად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა საზეიმო სადილის დაწყების წინ, რესტორან „ფუნიკულიორში“, ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშივენაში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან
შემდეგი სტატიავის დასაცავად იბრძოლებს ელისო კილაძე