პრემიერი: ძალადობა, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, არ არის მთავრობის ინტერესებში

ძალადობა, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, არ არის მთავრობის ინტერესებში, ეკლესიის ინტერესებში, ეს შეიძლება, იყოს მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება არასასიამოვნო, ძალადობრივ ფაქტებს, ეს საჯაროდ დავგმე, ბატონო კომისარო. მიუღებელია სრულიად, კატეგორიულად მიუღებელი არის ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა და მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი, ეს არ არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში, არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შეიძლება, იყოს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, სამწუხაროდ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი რარიბაშვილის თქმით, ეს ფაქტები იქნება გამოძიებული.

„პოლიციამ დაიწყო უკვე ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინეს ძალადობა. გუშინ იყო ანალოგიური ფაქტები, გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე და რა ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს. ჩემს წინა სიტყვაში ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის შეუქცევადი. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ და მივაღწევთ საერთო, დიდ მიზანს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

ვართ დიდი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანა და ერი, ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი. ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. ის გარკვეული რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები, იქნება აღკვეთილი, გამოძიებული და შესაბამისად იქნება ყველა ადამიანის დასჯილი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ხდება ევროპაშიც, აშშ-შიც, ყველგან, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას. ასეც მოვიქცევით ჩვენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ ანტისიდკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი საერთო ტრადიციები და კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ დეფინიცია ქორწინების, რაც აბსოლუტურად სხვა საკითხია. მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ და ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ამ კანონს აღვასრულებთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახლეობისთვის განვმარტო, რადგან მოსახლეობა გვისმენს – ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს უნდა არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, “ტრუტის” ძმისშვილი დააკავა
შემდეგი სტატიაოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას- ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ წელს