პრემიერი: დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველი იაქტიურებს.

როგორც პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა, ხვალ არჩევნებზე მისვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც პირველ ტურში იყო.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს და მაქსიმალურად ისეთივე, ან იმაზე უფრო მაღალი დასწრება იქნება მეორე ტურის განმავლობაში, რაც წინა შემთხვევაში იყო.

ვფიქრობ, რომ კმაყოფილების საკმაო მიზეზი გვაქვს, რადგან ჩვენ ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი ჩვენი მოსახლეობისგან, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია