პრემიერი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში ღია, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და გამოითქვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

პრემიერ–მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია.

გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

აღინიშნა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ბრიტანული კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დიდი წვლილი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს პარტნიორი და მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერია.

banner
წინა სტატიაშიპაკისტნაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს