პრემიერი დღეს ილია მეორეს მოინახულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში მოინახულებს.

გიორგი კვირიკაშვილს ბერლინის საავადმყოფოში ადგილობრივი დროით, 10:00 საათისთვის ელოდებიან.

მთავრობის მეთაური გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩადის, თუმცა ილია მეორის სანახავად, თავდაპირველად, ბერლინში ჩაფრინდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იქნებიან.

„ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გარეშე პირთა კონტაქტი, მაგრამ ალბათ პრემიერ-მინისტრისთვის განსაკუთრებული პირობები იქნება და ეპიდრეჟიმის დაცვით, უწმინდესთან მისი აუდიენცია მოხერხდება“, – განაცხადა საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ცისანა შარტავამ.

მისივე ინფრომაციით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან 20 თებერვალს გაწერენ.

„რაც შეეხება პატრიარქის ჯანმრთელობას, ექიმების აზრით, ძალიან კარგი მდგომარეობაა. გუშინ უთხრეს, რომ სავარაუდოდ, ოთხი ან ხუთი დღე კლინიკაში დარჩება და ჩვენთვის ეს ძალიან მისაღებია“, – განაცხდა ცისანა შარტავამ.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატიაბათუმში 20 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა