პრემიერი დევნილებს – ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა – მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით

გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. „დღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით. ღმერთის შეწევნით, ჩვენი დიდი მეცადინეობით, ყველასი ერთად, ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ ვიცხოვროთ მშვიდობაში და ამ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი მომღიმარი სახეები. გილოცავთ ამ დღესასწაულს და დამდეგ შობა-ახალ წელს!“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.

banner
წინა სტატიაში“ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი გათავისუფლება” – სოფო კილაძე ვანო მერაბიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატია,,მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული, ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები”