პრემიერი და წულუკიანი ცდილობენ თვალებში ნაცარი შემაყარონ – სარალიძე

დილიდან რუსთაველის გამზირზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი განცხადებით, დღეს პანკისიდან თბილისში ქისტები ჩამოვლენ და იქამდე დადგებიან ზაზა სარალიძის გვერდით, ვიდრე მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
ზაზა სარალიძე კი მკვლელობის საქმის ყველა მონაწილის დაკავებას ითხოვს.
„მე არანაირი გეგმა არ მაქვს. მე მაქვს მოთხოვნები. თავად ხედავთ, როგორც ცდილობს პრემიერი და წულუკიანი თვალებში ნაცარი შემაყარონ. რა უნდა გამოიძიონ? გამოძიებულია ყველაფერი და დააკავონ ყველა,“ – აცხადებს სარალიძე.

banner
წინა სტატიაშისასჯელის ვადა – მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაპანკისიდან ქისტები ჩამოვლენ – მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დილიდან მივიდა