პრემიერი: ჩვენს უკან არის 3 წელი განვლილი სამუშაოსი, რომელიც არ იყო მარტივი

kvirikashvili“მე ვეცდები, რომ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი,”-ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, რომელიც ამ წუთებში აჯამებს 3 თვიან გაწეულ სამუშაოს. თითოეულ ჟურნალისტს 2 კითხვის დასმის საშუალება მიეცემა.

შეხვედრას 10 ჟურნალისტი ესწრება.

„ჩვენს უკან არის 3 წელი განვლილი სამუშაოსი, რომელიც არ იყო მარტივი, ეს იყო საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობა. მოგვიხდა ბევრი რთული საკითხის გადაჭრა-საყოველთაო ჯანდაცვა, გარე და შიდა უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ, მათ შორის ჩემი წინა ეკონომიკის მინისტრობის რანგში და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და ეს შედგები იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი გამოწვევები, მოთხოვნაც მაღალია, არის საჭირო სწრაფი განვითარება, ამიტომ შევიმუშავეთ 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რეფორმებს განათლებაში, მათ შორის პროფესიული განათლების სრულიად ახალი სისტემის შექმნას, ასევე ეს არის ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის გაუქმებას, ასევე დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდის შექმნას, ტექნოლოგიურ პარკში გაიხსნება სტარტაპ დაფინანსების ფონდი. მესამე მნიშვნელოვანი ბლოკი არის სწრაფი სივრცითი განვითარება ქვეყნის, რათა სატრანზიტო ინფრასტრუქტურა უსწრაფესად იქნას აშენებული, ორჯერ არ უფრო მეტად გაიზარდოს ინფრასტრუქტურული პროექტები. მეოთხე და მტავარი არის მმართველობის სისტემის მნიშვნელოვანი ფუნდამეტური რეფორმა, ერთიანი მომსახურების ფრონტის სექმნა მტავრობისთის რატა ერთი ფანჯრის პრინციპით გაეწიოთ მომსახურება ადამიანებს. ჩვენი მოწოდება გახლავთ რომ ცავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები საქართველოში. ქართული ონცების გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდიონარეობს,“-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის და ჟურნალისტების შეხვედრა დაიწყო
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ეროვნულ ინტერესებზე პოზიციას და ოპოზიციას თანამშრომლობა შეგვიძლია