პრემიერი – ჩვენი მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასითაა გაზრდილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უსაფუძვლო კრიტიკას უწოდებს ოპონენტების განცხადებებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 100 ათასით გაიზარდა. როგორც ღარიბაშვილმა ხონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, ზრდის ეს მაჩვენებელლი სატრაბახო არაა, თუმცა აუცილებელია, რომ „მოსახლეობას სიმართლე უთხრან“.

„მუდმივად მიმდინარეობს აპელირება და კრიტიკა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა და ა.შ. წინა ხელისუფლების, სააკაშვილის დროს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა. ჩვენ დროს მცირედი ზრდაა და სატრაბახო არაა, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ და ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს მაჩვენებლი 100 ათასითაა გაზრდილი. მცირედია ეს, მაგრამ, როდესაც საუბარია უსაფუძვლო კრიტიკაზე, აუცილებელია მოვიყვანოთ ფაქტები და მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორმა პრემიერის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო