პრემიერი – ჩვენი ამოცანაა, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში

ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალი რეფორმებით შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში – ეს არის სიღარიბის შემცირება, ეს გახლავთ ჭარბვალიანობა და რაც მთავარია – სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამი კვირის განმავლობაში მთავრობის სხდომაზე გაკეთდა ინიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის, რომელის თანახმადაც, 2013 წლის პირველ იანვრამდე ის საგადასახადო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 000-ზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებულნი გახდნენ შეეჩერებიანათ საქმიანობა, მათ ჩამოეწერაებათ სრულად.

პრემიერის თქმით, აღნიშნული დავალიანებების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა.

„ამ დავალიანების დიდი ნაწილი 2011-2012 წლებში წარმოიქმნა, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით დაარიცხეს აღნიშული დავალიანება, რამაც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში,,კვირიკაშვილისა და ბახტაძის პოლიტიკა ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს”
შემდეგი სტატიამმართველ პარტიაში სიღრმისეული კონსულტაციები შედგება და საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის ბოლომდე დავასახელებთ