პრემიერი – ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება არ შედგა, აღნიშნული პროცესი ყველასთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

„ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების, ევროკავშირის ინსტიტუტების, ბატონი კრისტიან დანიელსონის და შარლ მიშელის უდიდესი პირადი ძალისხმევის. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არ შედგა, ეს პროცესი მაინც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის. ვფიქრობ, ევროპა დღეს კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც უფრო ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს. ეს ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა ჩვენთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, როგორც მედიატორი იყო ჩართული. დანიელსონი აღნიშნული მიზნით საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა დეგრადირებულ ჯგუფად
შემდეგი სტატიათამო კეშელავა – მაგიდასთან ყველაზე ჭირვეული “ქართული ოცნება” იყო