პრემიერი – ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე თვის წინ, თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

მე ვფიქრობ, რომ სანერვიულო არაფერი არ გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სავალუტო ფონდზე.

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე თვის წინ, თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, არც ერთი.
მაშინ, როდესაც თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია ავრცელებს დეზინფორმაციას მთელს მსოფლიოში. სააკაშვილის დედა აფინანსებდა მილიონობით კამპანიას და მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან. ეს როგორც შეჩერებული პროცესი ასეთი იყო, როცა მაგალითად კანონი შევცვალეთ და პირველი ვიცე პრეზიდენტის ადგილი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მოსავლის აღება და ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით, უკვე ჩაბარებულია, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით, 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა უკვე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა