პრემიერი-ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში იმისთვის, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული გამხდარიყო, ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია, ჩვენს სასამართლოს ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს

ბევრი რეფორმა განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში იმისთვის, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, მეტად ანგარიშვალდებული გამხდარიყო, ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია, ჩვენს სასამართლოს ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ცვლილებების განხორციელებამდე, ხელისუფლება ოქტომბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ელოდება.

„რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რომ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული გამხდარიყო. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლომ განიცადა სრული ტრანსფორმაცია და დღეს სასამართლო არის მართლაც სანიმუშო სისტემა, უნდა ითქვას. ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად, ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს. ამას გარდა, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება რა თქმა უნდა, თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგად გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია