პრემიერი – ასეთი წერილი ყველას სჭირდება, ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო

“ძალიან საინტერესო წერილი, წარსულის მოვლენების, დღევანდელობისა და გასული წლების დინამიკის საკმაოდ მკაფიო ანალიზით”.

ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება, წერილის მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს მიერ აღებული ვექტორი აბსოლუტურად სწორია და ბოლო წლებში მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ, 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა, წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი იყო ნამდვილად სანატრელი თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება”, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ღია წერილში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, პრემიერმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ საკითხზე არჩევანი 4 წლის წინ გააკეთა.

“მე მგონია, რომ ეს არჩევანი შეუქცევადი იქნება”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ვარშავის სამიტზე თინა ხიდაშელის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია“პრემიერის მხრიდან, აღარ იქნება მითითება – დაიჭირეთ, ნულოვანი ტოლერანტობა “