პრემიერი ალეკო ელისაშვილს სთხოვს, შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სთხოვს, შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდოს.

როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, შესაძლოა, იგი იყოს გამოკითხული და თუ რაიმე საშიშროება იქნება, სამართალდამცავი უწყებები მასზე კანონისმიერ რეაგირებას მოახდენენ.

„მას ამის სრული უფლება აქვს და თუ მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა ხორციელდება, იგი ასე უნდა მოიქცეს. თუმცა, ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები, იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან, შემდეგ კი ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება, ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა
შემდეგი სტატიადღეს და ხვალ საქართველოში ძლიერი წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი