21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

პრემიერი: 27 სექტემბერი შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი გმირების წინაშე

27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე განუცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს და პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას. ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე. ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს იყო მათი ოცნება. სწორედ ამ ოცნებას შეეწირნენ ჩვენი გმირები და ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მათიო ოცნების ასახდენად”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საელჩო: გერმანია ურყევად დგას საქართველოს გვერდით – დაე, ამ დღის ხსოვნამ კიდევ უფრო გაგვაძლიეროს, რათა დაუღალავად ვიმუშაოთ დიალოგისთვის, მდგრადი მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ