პრემიერი: 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ იმ წრიდან, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ვტრიალებთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის ბიუჯეტი სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ფისკალურ მდგრადობაზეა ორიენტირებული.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანა ჩაკეტილი წრიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს.

„პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული, საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ფისკალურ მდგრადობაზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. ჩვენ შეგვიძლია ის ფინანსური რესურსი ავიღოთ, რომელიც მთავრობას ყოველწლიურად აქვს და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე მივმართოთ ბიუჯეტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს დაბალანსებული მიდგომა და ჩვენი ბიუჯეტი არის იქითკენ მიმართული, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ იმ წრიდან, რომელშიც ათწლეულების განმავლობაში ვტრიალებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი უყარეს და ბიუჯეტის პროექტი 102 მომხრე ხმით ათის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ნატო-ში გაწევრიანებით ყველაზე დაცული თავდაცვისა და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი ვიქნებით
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოჯახის შექმნა მიულოცა