15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პრემიერ-მინისტრს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება.

ცვლილებების ავტორები უმრავლესობის წევრები არიან, ისინი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის” საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით. პროექტში დაკონკრეტებულია ისიც, რომ ზედამხედველობის მექანიზმი არ გაუქმდება და საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით დანიშნავს, ამ პოსტის დასაკავებლად კი, კანდიდატს საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს.

banner
წინა სტატიაშიაშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7365 ლარი გახდა
შემდეგი სტატიალაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა