პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება

news
ავტ.: news ივნისი 22, 2016 19:01

პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება

პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება.

“საარჩევნო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო, თანამდებობა დაეტოვებინა.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებდნენ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა, გამოიწვევდა მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას.

news
ავტ.: news ივნისი 22, 2016 19:01