პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ის ვალს ადებს პარლამენტს როდესაც მოდის პარლამენტში” – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა პრემიერის წელიწადში ორჯერ პარალემნტში ანგარიშით წარდგენასთან დაკავშირებით, დღეს სესიაზე გადის. საკითხს კანონმდებლები პირველი მოსმენით განიხილავენ.
“აღმასრულებელი ხელისუფლება საკმაოდ უდიერად ეპყრობა პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ის ვალს ადებს პარლამენტს როდესაც მოდის პარლამენტში, სამწუხაროა რომ საქართველოს ყავს პრმეიერ-მინისტრი, რომელიც თავს ანგარიშვალდებულად თვლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და არა პარლამენტის წინაშე.” აცხადებს სალომე სამადაშვილი.
წინადადების მხარდაჭერას გეგმავს საპარლამენეტო უმცირესობა, ხოლო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ პუნქტში ცვლლებები მიზანშეწონილი არ არის და “ნაციონალური მოძრაობა” შოუს დგამს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიასაია ლაშა კაციასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს