პრემიერ-მინისტრმა სურსათის ფასების დასარეგულირებლად კომისია შექმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საკოორდინაციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან:

  • მამუკა მდინარაძე;
  • მარიამ ქვრივიშვილი;
  • დავით სონღულაშვილი;
  • ლაშა ხუციშვილი;
  • მიხეილ სარჯველაძე;
  • ლევან ჟორჟოლიანი;
  • ირაკლი ლექვინაძე.

მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.

აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუწყვეტი პროტესტის 404-ე დღე – მოქალაქეები კვლავ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან
შემდეგი სტატია“მე არ ვარ დამნაშავე, წესიერი ადამიანი ვარ” – მადუროს სასამართლო პროცესი ნიუ-იორკში