პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ლოზუნგით – “ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” მარშს მართავენ
შემდეგი სტატიაშსს – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები სიცრუეა და უწყების, სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება