პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად, სახეზეა ვითარების სტაბილიზაცია, რამაც ხელი შეუწყო ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და ამ კუთხით გამოწვევები დღის წესრიგში არ დგას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში და გუბერნატორებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრი, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისა და გამოკვეთილი გამოწვევების ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს