პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები არიან დანიშნული.

მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმა ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომელთა მიხედვითაც, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ ჯანელიძის მოადგილეებად დაინიშნენ დავით ჯალაღანია, დავით დონდუა, ზვიად გონაძე, ხათუნა თოთლაძე, ვახტანგ მახარობლიშვილი, დავით ზალკალიანი.

ამასთან, მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია დანარჩენი მინისტრების მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ბრძანებები მოადგილეების დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, მოადგილეების დანიშვნის პროცესი 29 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გვაქვს მოსაზრება, რომ მოვახერხოთ დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადაყვანა
შემდეგი სტატიაენმ-ს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას