პრემიერ-მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და პროექტების განხორციელებაში უშუალო ჩართულობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრმა მერებთან რეგიონში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მერებთან შეხვედრაზე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.

banner
წინა სტატიაშიეს არის მიხეილ სააკაშვილის დამცირების მცდელობა, იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ გამაოგნა – იან კელი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან ხაზი გაუსვა მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობას