პრემიერ-მინისტრმა ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა

მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია.

„ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში.

მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმთის კურორტებზე მინი საბაგიროები მონტაჟდება
შემდეგი სტატია7006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა