პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მიულოცა.

პრემიერ-მინისტრი ამბიონზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მიიწვია.

„თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება გიორგი კვირიკაშვილის დამსახურებაა
შემდეგი სტატიაანტალია-ქემერის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ძლიერი აფეთქება მოხდა