პრემიერ-მინისტრმა მონიშნა სწორედ ის ხაზები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კურსს – ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ციხელაშვილის შეფასებით, პრემიერმა სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ქვეყნის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის პოლიტიკური კურსიც ღიად დააფიქსირა, რომელიც მშვიდობისკენ სწრაფვას გულისხმობს.

„ამ გამოსვლაში ძალიან დეტალურად იყო აღნიშნული ის მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს იყო სწორედ ამ გამოსვლის დასაწყისი, 27 სექტემბერს ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულ, სოხუმის დაცემის დღეს და განგრძობით ოკუპაციასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ პრობლემებზე საუბარი, არამედ გამოსავლებზეც. საქართველომ, საქართველოს პრემიერმინისტრმა მონიშნა სწორედ ის ხაზები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს კურსს, ეს არის ჩვენი მისწრაფება მშვიდობისკენ,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო რა გამოწვევების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მამუკა ბახტაძემ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მცოცავი ანექსია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მისცეს.

18 წუთიანი მიმართვისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის აქტიურად გამოყენების მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადურს ლონდონში ჩასასვლელად ფინანსური რესურსი არ გააჩნია – ყოფილი მინისტრის „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე
შემდეგი სტატიასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს