პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი ,,ნურ-ალემი’’ დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულთანში მომავლის ენერგიის მუზეუმს ,,ნურ-ალემს’’ ეწვია და დელეგაციასთან ერთად მუზეუმის ექსპოზიციები დაათვალიერა.

მომავლის ენერგიის მუზეუმი ყაზახეთის რესპუბლიკაში პირველი ტექნოლოგიური მუზეუმია. შენობა 8-სართულიანია და თითოეულ სართულზე სხვადასხვა კონცეფციაა წარმოდგენილი. მუზეუმში წარმოდგენილია: ნურ-სულთანში ენერგიის ალტერნატიული წყაროების დანერგვის პროექტები, კოსმოსის შეუსწავლელი სივრცის საიდუმლოებები, “კოსმოსური კვლევის გვირაბი”. მუზეუმში წარმოდგენილი “მზის ბურთი” მზეზე მიმდინარე პროცესებსა და ვარსკვლავების ენერგეტიკულ პოტენციალს აჩვენებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა