პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ეწვია.

მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად ფინანსური ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.

ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი 2018 წელს დაარსდა და ბიზნესისა და ფინანსების მთავარი რეგიონული ცენტრია, რომელიც ქვეყანას გარე ბაზრებთან

აკავშირებს. 2022 წლის მონაცემებით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან 35-ზე მეტი ქვეყნის 1045 კომპანია თანამშრომლობს.

banner
წინა სტატიაშიФСБ-ს აგენტებს აქვთ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლების დავალება…პირველ კანდიდატად მეუფე შიო განიხილებოდა – გოგაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომავლის ენერგიის მუზეუმი ,,ნურ-ალემი’’ დაათვალიერა