პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადრეაბილიტირებული ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მთავრობის მეთაურმა სკოლის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და პედაგოგებს გაესაუბრა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი შენობა ამ დრომდე არ ჰქონია.

800 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს გარე სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი. შენობებში დამონტაჟებულია გათბობისა და წყალმომარაგების, სისტემები და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.

პროექტის რეაბილიტაციისა და ტექნიკური აღჭურვისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.

წინა სტატიაშიმორიგი ხანძარი რუსეთში – ცეცხლი ამჯერად მილების ქარხანას გაუჩნდა
შემდეგი სტატიავისაც სწყინს, რომ საქართველო G7-ის სამიტზე არაა, მას სწყინს საქართველოში მშვიდობა – აბაშიძე