პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ესაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ელჩის პირად წვლილს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და მას მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა პანდემიის პირობებში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

გიორგი გახარიამ ტადაჰარუ უეჰარას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველო მას ყოველთვის სიხარულით უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია, სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება – საკოორდინაციო საბჭო
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 102 წლის ბებომ დაამარცხა