პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოში მიიწვია. საქართველოს მთავრობის მეთაურს სურს, ევროკომისიის პრეზიდენტი პირადად დარწმუნდეს იმ პროგრესში, რომელსაც საქართველომ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიაღწია.
ევროკომისიაში გამართული შეხვედრის მთავარი თემები ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება და ასოცირებისდღის წესრიგის ახალი პრიორიტეტები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კონკრეტული გზამკვლევი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები გაიზარდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომის იმედი გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ “ისლამური სახელმწიფო” “ნავთობის მინისტრის” ცოლის დაღუპვაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიააპირებს თუ არა რუხაძე პოლიტიკაში მოსვლას?