პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები განიხილეს

საქართველოსა და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმატებული თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის შეხვედრის ძირითადი თემები.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის, მათ შორის ინსტიტუციების დონეზე წარმატებულ თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს და საქართველოს როლზე, ასევე – ადგილობრივ ჭრილში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე.

გამოითქვა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიბიბლიური თავისუფლების წევრებისთვის ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგების აიკრძალება – მეუფე დანიელი
შემდეგი სტატიანიკა მელია: არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდის გაყლბება არა