პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ობსერვატორიას საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად აქცევს – ასტრონომიული კავშირის თავმჯდომარე

მკვლევარი, საქართველოს ასტრონომიული კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ კვერნაძე დარწმუნებულია, რომ აბასთუმნის ობსერვატორიას იმდენად დიდი პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდება.

„შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც ჩვენ მრავალი წელი ვიბრძოდით. მივმართეთ ყველა ინსტანციას, დავწერეთ უამრავი წერილი და გავმართეთ შეხვედრები. ჩავატარეთ კრება, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა აღდგეს სსიპ-ი და ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა ობსერვატორიის 40-ზე მეტმა თანამშრომელმა. ძალიან დიდი მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დღევანდელ შემადგენლობას. პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ობსერვატორიას საერთაშორისო დონის კვლევით ინსტიტუტად აქცევს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ობსერვატორიის სსიპ-ად ჩამოყალიბებას მისი მეტად განვითარება მოჰყვება. დღემდე ობსერვატორია გადავაქციეთ უნივერსიტეტის დონის ობსერვატორიად, რაც მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველა ვიამაყებთ აბასთუმნის ობსერვატორიით“ – აცხადებს თეიმურაზ კვერნაძე.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე – ისეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან და პესკოვისგან, როგორც ჩანს, ფრენების აღდგენაზე რუსეთში ფიქრობენ და მუშაობენ კიდეც