საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 78 ხმით 5-ის წინააღმდეგ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს უფლება ექნება, შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ან მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, აგრეთვე, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
გარდა ამისა, მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს შესაძლებელია დაეკისროს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია.


















