პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატების შერჩევა მოხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიების მიერ.

გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება – ზალკალიანი
შემდეგი სტატიანატოს გენერალურმა მდივანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, რომ ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მოხდება – დავით ზალკალიანი