პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი გახარიას პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს

საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის რანგში, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

წლიური ანგარიშის განხილვა, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარედგინა, გადაიდო. ამის მიზეზი 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებული მოვლენები იყო.

დოკუმენტი 212 გვერდიანია. ანგარიშში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.

banner
წინა სტატიაშიგვენეტაძე ეროვნული ბანკის 50 მილიონიან ახალ ოფისზე: უწყების ფუნქციები იზრდება
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა