პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო

კვირ-გერმანიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგს და რეგიონში არსებულ ვითარებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საჯარო გამოსვლა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში, სადაც ისაუბრებს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე – ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ,,საქართველოს ევროპული გზა”. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ შოთა ხიზანიშვილის, ვაჟა ლელუაშვილისა და ლევან ქარდავას პროცესის არჩევნებამდე გადადებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაფრანგეთი ფეხბურთის რუს ფანებს გაადეპორტებს