პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, არასრულწლოვნების კარანტინში განთავსების საკითხთან დაკავშირებით, დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით, რაზეც მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მხედველობაში მივიღოთ ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს, ეს არის ასაკი და სხვა კონკრეტული გარემოებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური და მისაღები.

„ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალურად ყურადღებით შესწავლილი. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური და მისაღები. აქვე გეტყვით იმას, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ამ სიტუაციის გათვალისწინებით საბჭოს მიერ დაევალა ოპერაციულ შტაბს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ასევე, გახდება საჯარო“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“ეკონომიკის მოკვლით მიზანმიმართულად ხდება ადამიანების უფრო გაღარიბება, რათა ძალაუფლება უფრო შეინარჩუნოს ოლიგარქიულმა რეჟიმმა”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – როდესაც დავით ჭაკუა წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემას, არაადამიანური, გაუსაძლისი პირობები იყო