„პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტში გაგზავნილი ინფორმაცია სიცრუეა“ – ხატია დეკანოიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილს და მასში ასახულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.

საუბარია გიორგი კვირიკაშვილის წერილზე ევროპარლამენტარებისადმი, სადაც იგი შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტარების მხრიდან გამოხატულ უკმაყოფილებაზე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით:

„პრემიერ-მინისტრის ინფორმაცია, რომელიც მან გააგზავნა ევროპარლამენტში, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება, პირველ რიგში მედია, რომელიც მონოპოლიზირებულია, არაფორმალური მმართველობაა, პოლიტპატიმრები, ასე რომ არანაირ დემოკრატიის მწვევრვალზე საუბარი არ არის, გავიხსენოთ ასევე „იმედზე“ დახურული თოქ-შოუები. ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივია, გარდა ამისა, ჩვენ ამ ინფორმაციისა და ამ მოვლენების შესახებ ყოველდღიურად ვაფრთხილებთ მთავრობას 4 წლის განმავლობაში“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიმედიაზე ზეწოლის ნაწილში მე სერიოზულ საბაბს ვერ ვხედავ – გიორგი გახარია ევროპარლამენტარების შეშფოთებას პასუხობს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : „კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს სამარცხვინო ფორმით უპასუხა და მეტად დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია“