პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.

მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიგახარია სანამ სხვის დასრულებაზე ისაუბრებს, მანამდე პასუხი უნდა აგოს 20 ივნისზე, ია კერზაიას საქმეზე, პასუხი უნდა გასცეს თუ როგორ მოხდა, რომ მისი პრემიერობის დროს შეიქმნა რუსული აგენტურული ქსელი – წითლიძე
შემდეგი სტატია„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება – თუ რამე დაზიანდა ამით, ეს იყო პროდასავლური ფლანგი და პირადად მიხეილ სააკაშვილი – დეკანოიძე