პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის სხდომა, სადაც განხილულ იქნა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი

მთავრობის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია.

მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, რითაც გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით – რეგიონებში.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა”.

სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის გაზრდა, საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის გაუმჯობესება, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება, სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა.

banner
წინა სტატიაშიექვსი თვის თავზე უნდა იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პერიოდისთვის მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს საზღვარგარეთ – ჩხუბი უნდა დამთავრდეს – ხვიჩია
შემდეგი სტატიახელისუფლება მოსახლეობის განწყობებსაც სწორად აფასებს და აქციის ორგანიზატორების მარგინალურ პოლიტიკურ გზავნილებსაც სწორ და ადეკვატურ პასუხს სცემს – ქადაგიშვილი