„პრემიერ-მინისტრის განცხადებები იყო სასაცილო და სამარცხვინო“ – სერგი კაპანაძე

ღამის კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს კანონმდებლები ეხმიანებიან. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხს კანონი არეგულირებს და გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი ამ საკითხისადმი მეტი ყურადღების დათმობისთვის გააკეთა.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებებს უპასუხისმგებლობად თვლის და მას პოპულისტურს უწოდებენ.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებები იყო სასაცილო და სამარცხვინო, როგორც ჩანს ვერ გააცნობიერა და ვერ გაარკვია პრემიერმა რა თემაზე უნდა ისაუბროს იმ ტრიბუნიდან, რომელსაც ჰქვია მთავრობის სხდომა, პირველი განცხადება იყო აბსურდული და მეორე განცხადება კიდევ უფრო აბსურდული, ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლესი ხელისუფლების პირი გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს ასეთ თემაზე, აშკარად პოპულისტური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძე ფეხშია დაჭრილი
შემდეგი სტატია“ცენტრ პოინტის” საქმე-საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან