„პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა,” – ზვიად კვაჭანტირაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

მმართველ გუნდში გიორგი კვირიკაშვილის სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას დადებითად აფასებენ.

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ ამას მოწომობდა დარბაზში საზოგადოების დასწრება და ის აპლოდისმენტები, რაც მისი თქმით, დარბაზში ისმოდა.

„პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. თუ ჩავთვლით აპლოდისმენტებს რაც მან მიიღო. დარბაზში ძალიან კარგი დასწრება იყო. ძალიან კარგი აქცენტები იყო გაკეთებული, რაც ჩვენთვის მეტად არის მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში„პრემიერი საუბრობდა ვირტუალურ წარმატებებზე,” – დავით ბაქრაძე პრემიერის სტრასბურგში გამოსვლას აფასებს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” კანდიდატების წარდგენას იწყებს